
ხალხის მტერი ანუ სიმართლის მეგობარი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

14.07.2026
ნატალია მიდელაური
ხალხის მტერი ანუ სიმართლის მეგობარი
ევროპულ დრამატურგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნორვეგიელ დრამატურგს ჰენრიკ იბსენს. მე-19 საუკუნის დრამატურგიაში მას შემოაქვს სივრცე სადაც მთავარი ყურადღება ეთმობა ადამიანის შინაგან სამაყროს. იგი აღარ გვაჩვენებს მხოლოდ გარეგან პროცესებს, მისთვის მნიშვნელვანია წარმოაჩინოს საზოგადოებრივი ურთიერთობები და მტკიცე მორალური არჩევანი.
მის მიერ დაწერილი ხალხის მტერი მნიშვნელოვანი პიესაა რომელიც ავტორის ჩანაფიქრსა და მის სტილზე მიგვითითებს. ეს პიესა არამარტო ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირებას გვაჩვენებს არამედ თვითონ მაყურებელსაც რთული მორალური არჩევანის წინაშე აყენებს. პიესა სცილდება ეპოქის საზღვრებს და არ არის მორგებული რომელიმე სოციალურ გარემოზე. მთვარი ამ პიესაში ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის ქონის უნარია, ასვეე ის თუ როგორ მოქმედებს ძალაუფლება თითქოს აქამდე მტკიცედ აშენებულ მორალზე, როგორია საზოგადოების აზრის გავლენა ინდივიდზე, ჟურნალისტებსა და თანამდებობის მქონე პირებზე.
საინტერესოა ის რომ პიესა ჩვენზე არ ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს სანახაობრივი ეფექტებითა და გამაოგნებელი მოქმედებებით, კონფლიქტი თანდათანობით დუნედ ვითარდება სიტყვითა და დაძაბული ქმედებით.
ჰენრიკ იბსენმა სცენაზე სრულიად სხვა პრობლემები გამოიტანა. ის უარყოფს ღმერთებსა და ბედისწერას მისი პერსონაჟების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლავთ გააზრებული პასუხისმგებლობა და მორალური პოზიცია რომლებსაც ისინი მთელი პიესის განმავლობაში თვითონ ირჩევენ.
პიესაში კონფლიქტი იწყება იქ სადაც ინდივიდი უპირისპირდება საკუთარ გარემოს. მაგრამ ეს სულაც არ გახლავთ ნებაყოფლობითი დაპირისპირება, ინდივიდი იძულებულია დაუპირისპირდეს საზოგადოებას რადგან სიმართლე უნდა დაიცვას და თვითონ ის ხალხიც კი რომელიც ებრძვის. სწორედაც რომ დაპირისპირების პროცესში ვლინდება პერსონაჟთა ხასიათი და იგი მუდმივად ვითარდება. მაგალითად დოქტორი სტოკმანი რომელიც თვადაპირველად გვევლინება როგორც საზოგადოებაში პატივცემული პიროვნება, რომელიც საკუთარ საქმეს გულდასმით აკეთებს, იგი ფიქრობს რომ სიმართლის დანახვა ყველასთვის სასარგებლო იქნება მაგრამ დროთა განმავლობაში იგი საპირისპიროს ეჯახება. სიმართლის მოსმენა საზოგადოებას არ სურს მეტიც ექიმის დადუმება უნდათ. სწორედ ეს იქცევა პიესის მთავარ ღერძად თუ როგორ რადიკალურად იცვლება საზოგადოება როდესაც ისინი სარგებელს ვერ ხედავენ.
დოქტორი სტოკმანის პერსონაჟი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს მისი ტემპორიტმი პიესაშივეა ნაჩვენები, ის არ შეიძლება იყოს სტატიკური პერსონაჟი რადგან ის ყოველ მოქმედებაში იცვლება. ამიტომაცაა ალბათ რომ ტექსტში ყოველი დიალოგი რაღაც ახალი კონფლიქტის დასაწყისია და მეტიც ის სხვა ეტაპზე გადაჰყავს. ამიტომაც როცა მსახიობი ამ პიესას ითამაშებს უნდა იცოდეს რომ იბსენის დიალოგები სრულიად წარმოუდგენელია წარმოსთვქა ისე თითქოს ის ინფორმაცია იყოს, მას მიზანი უნდა ჰქონდეს და ეს მიზანი უპირველეს ყოლისა გახლავთ ერთმანეთზე ზემოქმედების სურვილი. მსახიობმაც და რეჟისორმაც უნდა შეძლონ და ყოველი ნაწილი ასე ვთქვათ ნახევარი ტონით მაღლა ითამაშონ.
პიესის ექსპოზიციური ნაწილი მშვიდია, ქალაქი ეკონომიკურ სარგებელს ელოდება, საზოგადოება დარწმუნებულია მის მოლოდინებში და დოქტორი სტოკმანი კი მშვიდად ასრულებს თავის მოვალეობებს მაგრამ რაღაცას ელოდება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სტაბილურობა ქმნის კრიზისს, სტოკმანის აღმოჩენა რომ მისივე აღმოჩენილი წყალი, ახლანდელი სიმდიდრე და იმედი, დაბინძურებულია და საშიშია ჯანმრთელობისთვის პიესის მთავარი კონფლიქტია. ამ აღმოჩენის გამჟღავნება არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ პოლიტიკურ და ეთიკურ მნიშველობას იძენს.
მთვარი დაპირისპირება პიესაში არ მიმდინარეობს ორ მტრულად განწყობილ ბანაკს შორის პირიქთ დოქტორი სტოკმანი თვადაპირველად ამ კონფლიქტის მოგვარებას ძალიან მარტივად მხოლოდ ხელისუფლებასთან შეთანხმებით აპირებს, ის სრულებითაც არა რის იდეალიზებული გმირი, ის მეტად იმპულსური და ხშირად მოუთმენელი პერსონაჟია. ჩვენს წინაშე მოქმედი საზოგადოებაც არ გახლავთ ერთფეროვანი. დოქტორ სტოკმანს სრულიად სხვადასხვა მიზეზების გამო ებრძვიან ზოგი საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას ცდილობს, ზოგი პირადი სარგებლის გამო, ზოგიც კი უბრალოდ შიშით მოქმედებს. საინტერესოა ქალაქის კრების სცენა სადაც დოქტორ სოტკამანს ყველა ზურგს აქცევს და მას ხალხის მტრად გამოაცხადებს მის მხარეს მხოლოდ ერთი ლოთია რომლის ხმაც ისევე არ აინტერესებს საზოგადოებას როგორც ექიმი სტოკმანის მოსაზრებები.
იბსენს პერსონაჟები უხვი ფერთა პალიტრით ჰყავს აღწერილი. მათი განსხვავებულობა და სხვადასხვა ინეტრესები მეტ დაძაბულობას ქმნის პიესაში.
პეტერ სტოკმანი წარმოადგენს ძალაუფლებას რომელსაც საზოგადოება უნდა დაექვემდებაროს. მისი აზრით საზოგადოება უკვე მიღებულ ჭეშმარიტებას მიჰყვეს და არა ახალ აღმოცენს. ჰოვსტვადი და ბილინგი პრესის ორჭოფულ ბუნებას წარმოადგენენ, რომელიც ყველაფერზე ყოყმანობს. ასლაქსენი - კომფორმისტი მოქალქეა, პეტრა კი მორალური სიმტკიცის მაგალითი. დოქტორი სტოკმანი - სიმართლეს წარმოადგენს რომლის გაგონებაც საზოგადოებას არ სურს მისი მეუღლის მთავარი მიზანი კი ოჯახის დაცვაა. და ასე შემდეგ ყოველ გმირს საკუთრი ინტერესი და დამოკიდებულება გააჩნია ამ აღმოჩენის მიმართ.
იბსენის გენიალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ის ცდილობს წარმოაჩინს ბრბო არა როგორც უბრალო ფონი არამედ როგორც ცალკეული ადამიანები რომელთა ინტერესებიც გადაიკვეთა. მისი რეაქციები, პაუზები საერთო რიტმი პიესის მთვარ ელენტსაც კი წარამოადგენს. კულმინაცია დგება მორალური არჩევანით, დოტქორი სტოკმანი აცნობიერებს რომ მის გვერდით უკვე აღარავინაა, არ უდგას მხარში ,,მტკიცედ დრაზმული უმრავლეოსობა“ რომლის იმედიც ჰქონდა. თუმცა საკუთარი პოზიციის შეცვლაზე კვლავ უარს ამბობს.
პიესის ფინალი არ არის იმის ჩვენება თუ რომელმა მხარემ გაიმარჯვა, კონფლიქტი თითქოსდა არ წყდება, თუმცა ექიმის შინაგანი პოზიცია მყარდება და იგი გადაწყვეტს უფრო მეტი ადამიანი გახადოს სიმართლის მეგობარი ამიტომაც მისი მთავარია აღმოჩენა ხდება საზოგადოება რომლის ჩამოყალიებებასაც ის ხელს ჰკიდებს და სკოლის გახსანა სურს.სწორედ ჯანსაღი საზოგადოება სჭირდება ქალაქს წყალზე და ჰაერზე მეტადაც კი. ამ პიესის აქტუალურობას ვფიქრობ რომ სწორედ ეგ განსაზღვრავს, რადგან კრიტიკულად მოაზროვნე ხალხის დეფიციტი არც ეპოქის ტრაგედიაა და არც რომელიმე ქვეყნის ეს მსოფლიოს ტრაგედიაა.
ახლა კი ვისაუბრებ ამ პიესის სცენურ ინერპტეციაზე, სპექტაკლზე, რომელიც სოფო ქელბაქიანმა მარჯანიშვილის თეატრში დადგა. თავდაპირველად ვიტყვი რომ რეჟისორმა პიესა საკმაოდ შეკვეცა და ხუთი მოქმედებიდან ორ მოქმედებამდე შეამცირა. თუმცა ამას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია სპექტაკლის სიუჟეტსა თუ მის განვითარებაზე. რეჟისორი ცდილობს პიესის თანამედროვე ეპოქაში გადმოტას და ამას იგი როგორც სცენოგრაფიით ასევე პერსონაჟთა საქმიანობის შეცვლითაც ახერხებს. პირველი სურათი ვითარდება დოქტორი სტოკმანის სახლში სადაც შეკრებილები არიან შემდგომში მისი მთავარი მოწინააღმდგეები. თავდაპირველად ერთმანეთის მოძულეები ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმოამდგენელი ორივე დოქტორის სახლში მოიყრის თავს, ხოლო როდესაც საქმეს დასჭირდება უფრო სწორად რომ ვთქვათ მათ ინტერესებს ისინი მტრის წინააღმდეგ ერთიანდებიან ეს მტერი კი ექიმი სტოკმანია( ნიკა თავაძე). პირველ მოქმედებას აკლია ტემპორიტმი, მოქმედება დუნედ მიმდინარეობს. ასევე რეჟისორის გადაწყვეტილება რომ ის სცენიდან სცენაზე შუქის გაყვანით გადადის ჩემთვის დიდად მომხიბლელი არ არის ვფიქრობ ესეც ქმნის ტემპორიტმის შენელაბას და ვფიქრობ უკეთესი ხერხებიც არსებობს დეკორაციების გადასაწყობად რომელიც სპექტაკლიდან მაყურებლის მოწყვეტას არ გამოიწვევს.
მინდა ვისაუბრო პერსონაჟებზე რომლებიც საკმაოდ კარგად წარმოგვიდგინეს მსახიობებმა. მათი ხასიათები და კონფლიქტი თვალსაჩინო იყო. ისინი მშვენივრად წარმოგვიდგენენ საზოგადოების სახეს, მანკიერი თვისებებსა და ღირსების დაკარგვას. მინდა გამოვყო მედიის წარმოამდგენლები ჰოსტვადი( გიორგი შარვაშიძე) , ბილინგი(ირაკლი ჩხიკვაძე) და ასლაქსენი( გიორგი კიკნაძე). ჰოვსტვადი და ბილინგი დასაწყიში გვხვდება როგორც რევოლუციისკენ მიზანსწრაფული პიროვნებები რომელთა სურვილია თავიანთი გადაცემით დაუპირისპირდნენ „ ძლიერთა ამა ქვეყნისათა“, ისინი ექიმს ევედრებიან კიდეც გაამჟავნოს ეს ამბავი და შეუტიოს ხელისუფლებას მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება ჰოსტვადი და ბილინგი იმას მიემხრობიან საითაც ნაკლები საფრთხეა. ისინი შეუშინდებიან როგორც ხელისუფლებას ასევე ამ ხელისუფლების მიერ მართულ ,,მტკიცე უმრავლესობას’’.
საინტერესო მეტაფორაა როცა ჰოტსვადი ჯამბაზის ნიღბით შემოდის ბავშვთან სათმაშოდ მაგრამ რეალურად ამას უფრო მკვეთრი დატვირთა აქვს, რეჟისორი ამით წრამოგვიდგენს მედიისა და ჟურნალისტების ნიღაბს, მერყეობას, მაამებლობას, მოჩნვენებითობასა და ღალატს. რეჟისორისთვის სასაცილოა მათი დამიკიდებულებები და ჯამბაზის ნიღაბიც სწორედ ამიტომ წარმოგვიდგინა იგი მკაცრად აკრიტიკებს მათ. ასლაქსენი სპეციალურად არ განვიხილე ჰოსტვადთან და ბილინგთან ერთად რადგან ასლაქსენი ბევრად უფრო ცბიერია, მას თავიდანვე არ სურდა ხელისუფლებასთან მტრობა მეტიც ის ამბობს რომ ზომიერება უნდა გამოიჩინონ, ის თითქოსდა ის ძალაა რომელიც ძალიან სჭირდება ხელისუფლებას ვითომდა ოპოზიციურად განწყობილი მედია რომელიც რეალურად მათთან შეთანხმებით მოქმედებს. სპექტაკლის კონფლიქტის შემქმნელ პეტერ სტოკმანი (დავით დვალიშვილი) ძალაუფლება ჩაჭიდებული, კარიერისტი და კომფორმისტი რომელიც საკუთარი კარიერისთვის ყველაფერს იკადრებს და გზად ღვიძლ ძმასაც არ დაინდობს. იგი აშანტაჯებს კიდეც ექიმს მაგრამ მასთან ვერაფერს გახდა მისი ცბიერი გეგმებით, რასაც ვერ ვიტყვით ვერც მედიის წარმოამდგენლებზე და ვერც სხვა საზოგადოების წევრებზე. ისინი უფრთხიან ამ აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ადამიანს რომელსაც შეუძლია მათი ცხოვრების შეცვლა.
მათთვის პრიორიტეტულია სამსახური, კარიერა და ფული ხოლო წყალი რომელიც მოწამლულია მეორეხარისხოვანი ან თუნდაც მეათასეხარისხოვანია თუ ის ბიუჟეტს შეეხება და მათი ცხოვრების სტილს შეცვლის. თითქოს ჩანს რომ ცვლილებები ყველას უნდა, ვხედავთ როგორც ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებს, ასევე თანამდებობაზე მყარად მყოფ პიროვნებებს მაგრამ ისინი ჭაობში არიან და ამას როგორც სცენოგრაფია ასევე მათივე მოქმედებაც უსვამს ხაზს. რეჟისორის გადაწყვეტილება რომ სცენაც და დარბაზის სრულად გაემწვანებინა გამართლებულია რადგან ამით მან დაგვანახა რომ საზოგადოება ისევე როგორც სპექტაკლში არსებული პერსონაჟები ყველა ჭაობში ვიმყოფებით საიდანაც ამოსვლას ისევე არ ვცდილობთ როგორც ამ სპექტაკლის პერსონაჟები. პარტერზე გავრცელებული განათებაც ინტერაქციის მცდელობაა ისევე როგორც მსახიობების პარტერში ყოფნა. განათება მეორე მოქმედებაში ირთვება როდესაც ესკ ონფლიქტი მწვავდება და ყველამ უკვე იცის რა პოზიციაზე იმყოფება. რეჟისორი წარმოგვიდგენს დებატებს პირდაპირ ეთერში სადაც ოპოზიციურად განწყობილ მეცნიერს თითქმის არ აძლევენ საშუალებას რომ ისაუბროს. ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლების წარმომადგენელს და ჟურნალისტს რომელნიც ცდილობენ საზოგადოებას ნაცარი შეაყარონ თვალებში და გამოსდით კიდეც. ამდენ თვალთმაქცობას კი ვერ უძლებს ექიმის ქალიშვილი პეტრა(ნატალია გაბისონია) ის წარმოსთვამს სიტყვას რომელიც აღფრთოვანებას გამოიწვევს მაყურებელში აქ ვხედავთ მისი ხასიათის სიმტკიცესა და დაუმორჩილებელ ბუნებას. ასევე მინდა ვქთვა ფრუ სტოკმანზე(თამუნა ქოქრაშვილი) ექიმის მეუღლეზე რომელიც საკმაოდ განსხვავებულად ჰყავდა წარმოჩენილი იგი ცდილობს ოჯახი დაიცვას მაგრამ ის ყველას ემხრობა გარდა საკუთარი ქმარისა. თუმცა ეს ლოგიკური და გასაგებია მან თავიდანვე იცის რომ ეს პირფერები გაქრებიან და ექიმი რთულ მდგომარეობაში ჩავარდება თუმცა ყურს არავინ ათხოვებს. როდესაც ბოლოს ექიმი კვლავ აღმოჩენას აკეთებს გვერდში მხოლოდ თავისი ცოლი ჰყავს რომელიც ისედაც მის გვერდში იყო მაგრამ ამის შემჩნევა როგორც ექიმს ასევე ჩვენ მაყურებელსაც გაგვიჭირდა. კაპიტანის ( კოკო როინშვილი) პერსონაჟი უფრო ეპიზოდური და ზედაპირულია ის ნეიტრალურ მხარეს წარმოადგენს რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა მაგრამ მაინც ერთვება ამ კონფლიქტში და ექიმის მხარეს ირჩევს.პეტრასადმი სიყვარული მას მათ მხარეს გადაიყვანს. საინტერესოა დიმა ტატიშვილის მიერ შექმნილი მორტენ კიილი ძალიან ზუსტი და სიანტერესოა, მისი მიმიკები და განზრახვები ერთმანთს ავსებს და სრულად ერწყმის, მისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ბოლოს მხოლოდ ის რჩება გამარჯვებული. ექიმი სტოკმანი ( ნიკა თავაძე ) კი ბოლომდე იხარჯება სცენაზე ის ყოველ წამს ამძაფრებს კონფლიქტს და გვიჩვენებს ადამიანს რომელიც შეპყრობილია სიმართლით, მისი მთავარი ამოცანა ხალხის გადარჩენაა მაგრამ მას ავიწყდება რომ ჰყავს ოჯახი რომელიც მასზეა დამოკიდებული. მისი დებატებში ხილვა ძალიან მძაფრია რადგან აქ ვხედავთ ადამიანს რომელსაც სიმართლე ვერ გააქვს სამშვიდობოს ის უძლურია ამ ჭაობში მყოფი სისტემის შემოქმედებთან.
სცენოგრაფია მოძრავია ოთხ სივრცეში ვითარდება ექიმი სტოკმანი სახლში, მედიაში, პირდაპირი ეთერის პავილიონში და უკვე დანგრეულ ექიმის სახლში ამას კი რეჟისორი მბრუნავი სცენისა და შუქის გაყვანით ახერხებს.
საბოლოოდ ვიტყვი რომ სოფო ქელბაქიანი ახერხებს დღევანდელი პრობლემატიკის ამ სპექტაკლში გადმოტანას, იგი გვჩვენებს ხელისუფლების აბსოლუტურ მმართველობას მედიის უუნარობასა და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის დაჩაგვრასა და გაჩუმების მცდელობას. ვფიქრობ სპექტაკლის დასასრული ცოტა გაგუგებარია რეჟისორს წერტილის დასმა გაუჭირდა თუმცა ასევე ვიტყვი რომ ღია დასასრულია რომელიც ტოვებს მაყურებელში აზრს რომ ექიმი არ გაჩერდება ის უფრო მეტ რამეს აღმოაცენს თუ არ აღმოაჩინა უკვე, იქნებ მისი მთავარი აღმოჩენა სწორედ საზოგადოების ფარისევლური, კომფორმისტული დამოკიდებულებაა რომელიც საბოლოოდ სამშობლოს ღუპავს?!