ხრამუნა
ხრამუნა
გიორგი ყაჯრიშვილი
ფოთის ვ. გუნიას სახ. თეატრში მიწვეული რეჟისორის პაატა ციკოლიას არჩევანი შეჩერდა (და თუ სწორად მახსოვს მთარგმნელმა ქეთი კვანტალიანმა სწორედ პაატა ციკოლიას თხოვნით თარგმნა ეს ნაწარმოები) ისმენე რიზეს პიესაზე „ხორციჭამია ღმერთი“ არსებობს მისი სხვა თარგმანიც „ჟლეტის ღმერთის“ სახელით და ორივე პიესა მ. თუმანიშვილის ფონდში იქნა შემოტანილი საკონკურსოდ. ფრანგულენოვანი პიესა ერთ-ერთ პატარა ქალაქში ხდება. პაატა ციკოლიამ პიესის ადაპტირებული ვერსია ქ. ფოთს დაუკავშირა და „ხრამუნაც“ პიესის ერთ-ერთი უხალავი პერსონაჟის - ზაზუნას სახელია. კუთხური დიქლექტით გამდიდრებული ტექსტი პროვინციულ სულს მატებს სპექტაკლს, რაც ჩემი აზრით ღეჟისორის ჩანაფიქრს უნდა პასუხობდეს.
დამდგმელმა კოლექტივმა (სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე) სცენაზე ინტიმური - ძალიან ოჯახური გარემო შექმნეს. მხოლოდ ორი დიდი სავარძელი, ჟურნალების მაგიდა, ვაზა დიდი ფოთლებით, რომელიც ხშირად ხელსაც უშლის პირისპირ მჯდომ პერსონაჟებს ერთმანეთის სახის დანახვაში (ერთგვარი რეჟისორი სვლა - სიმბოლური ბარიერი დასტური იმისა, რომ ამ პერსონაჟებს შორის კომუნიკაცია ჭირს, სხვადასხვა მენტალიტეტის ადამიანები სხედან ერთმანეთის პირისპირ და „მოლაპარაკება“ შედეგს ვერ გამოიღებს). ისტორია ძალიან ბანალურია, თუმცა შესაძლებელია ტრაგიკულ შედეგამდე მისულიყო. 12 წლის ყმაწვილმა თავის თანატოლს ჯოხით ტუჩი გაუხეთქა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ორი კბილი დაკარგა.
ჩვენ ყველანი ერთად მაყურებლებიც და მშობლებიც ერთ-ერთის იჯახის მისაღებ ოთხში ვიმყოფებით, რათა პოლიციის ჩარევის გარეშე მოლაპარაკების გზით მოხდეს ბავშვების შერიგება და შემდგომი პრობლემების თავიდან აცილება.
სპექტაკლში ოთხი პერსონაჟია: - მშობელთა ორი წყვილი: ელენე (მ. ბუკია) - ვახტანგი (ჯ. იზორია); ნესტანი (ნ. პატარაია) - თამაზი (გ. სურმავა).
ფაქტობრივად შვილთა შესარიგებლად შეკრებილი ოჯახები ერთმანეთს შორის საერთო ენას ვარ ნახულობენ, უფრო მეტიც ირკვევა, რომ არც ერთ ცოლ-ქმარს არ ადარდებს ურთიერთის ბედი და მეუღლეები იშვიათად თუ იზიარებენ ერთიდაიმავე აზრს. დროდადრო, კამათისას წარმოშობილი სხვადასხვა თემების შესაბამისად ეს ოთხი ადამიანი სხვადასხვა წყვილად ერთიანდებია, ერთ სავარძელში თავსდებიან და მოპირდაპირე მხარეს ცხარედ უმტკიცებენ საკუთრ სიმართლეს - ხან მამაკაცები ქალების წინააღმდეგ, ან პირიქით, ხან შერეულ, პატივმოყვარე წყვილებად სხდებიან, მაგალითად თამაზი და ელენე.
მასპინძელ ოჯახში ელენე (მ. ბუკია) ბატონობს. ის აქ ინტელექტიცაა, ბავშვის აღმზრდელიც, გადაწყვეტილებების მიმღებიც. პროფესიით პედაგოგი, პოეტიცაა, ლექსების რამოდენიმე კრებულის ავტორი, მაგრამ ამავდროულად ნერვიული, კატეგორიული, თანამიმდევრული, დემაგოგიური თვისებებით. მისი მეუღლე (ჯ. იზორია) გახსნილი, ლაღი, მიმტევებელი, კარგი იუმორის პატრონია, შემრიგებელი, მაგრამ დაჩაგრული და პატივაყრილი ძლიერი მეუღლის „ძალადობრივი “ ქცევებით. იგი ამ დიალოგშიც მუდმივად ცდილობს უბრალო გამოსავლის მონახვას, ხშირად ეთანხმება მოპირდაპირე მხარეთ მჯდომთ და ცდილობს მეუღლეს შეეწინააღრმდეგოს.
ნესტანი ელენესავით ბავშვის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობს, რასაც ვერ ვიტყვით მის მეუღლეზე. იგი მორიდებული, დამთმობი და გაწონასწორებულია, შეძლებისდაგვარად იმორჩილებს ემოციებს, მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში კარგავს თავშეკავებულობას, მეუღლისგან დაჩაგრული პიროვნებაა.
თამაზი - ოჯახის მარჩენალი, საეჭვო კომერციული ქმედებებითა დაკავებული, გამუდმებით საქმეშია ჩართული, ამიტომაც ცხოვრების დიდ ნაწილს ტელეფონზე საუბარსა და ბრძანებების გაცემაში ატარებს, ემოციურია, პატივმოყვარე, საკმაოდ ცინიკოსი და უხეში ადამიანებთან ურთიერთობაში, ირკვევა ასევე რომ მეუღლის მიმართ ერთგულებით არ გამოირჩევა.
რეჟისორმა საფრანგეთში მომხდარი ამბავი უბრალოდ კი არ გადაიტანა ფოთში, არამედ შეძლო შეექმნა დღევანდელი ქართული ურთიერთობის სრულყოფილი სურათი, არა მხოლოდ ქართული ოჯახის, არამედ მთელი დღევანდელი ქართული საზოგადოების სახე. ეს პერსონაჟები სულითხორცამდე ქართველები არიან თავის კულტურით, ქცევებით, მისწრაფებებით, აზროვნებით, მერყეობით, ზოგჯერ უზნეობით და უხეშობით და გადაწყვეტილებების მიღებით, ანუ ზოგადად ქართული ქცევის წესებით. ამ ოთხი პერსონაჟის გაერთიანებით მივიღებთ თანამედროვე ქართველის ფსიქოლოგიას - კომერციისა და ადვილად ფულის კეთებისკენ მისწრაფებას (თამაზი, ვახო), იაფ პოპულიზმს (ელენეს პოეტობა), ფარისევლობას, დესპოტიზმსა და ლტოლვას დიქტატურისკენ, მონობას და შემგუებლობას, ძველბიჭური თუ „ქურდული მენტალიტეტისადმი“ ნოლსტალგიას, ერთმანეთის გაუტანლობასა და ღალატს.
რეჟისორის მიერ შერჩეული მსახიობები თავის პროფესიონალიზმით, ნიჭისა და შესანიშნავი შესრულებით საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ ყოველივე ეს, ჩავიხედოთ თვითეული მათგანის სულში, ვეძიოთ მასში უკეთესი და დავგმოთ უარყოფითი.