top of page

ზესტაფონის დრამატული თეატრი

ზესტაფონის თეატრის ახლანდელი შენობის აგება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, თუმცა მშენებლობის პროცესი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გამო , რაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომმა, შეფერხებით მიმდინარეობდა და 1962 წელს გაიხსნა. იგი აიგო არქიტექტორ შ. თავაძის პროექტით. სამსართულიანი შენობა კლასიცისტური სტილითაა აგებული ,  ამიტომაც  გამორჩეულია მთელ ქალაქში.

 

შენობაში არის ერთი დიდი სცენა, დარბაზი, რომელიც იტევს 505 ადამიანს. დარბაზს ამშვენებს ბროლის ჭაღი. ფოიეში მოწყობილია საგამოფენო სივრცე.

 

შენობის სარდაფში იყო საბილიარდო, ბუფეტი და სხვა დანიშნულების ოთახები, მაგრამ , რადგან შენობას რეაბილიტაცია არ ჩატარებია არასოდეს, სარდაფიცა და სხვა სივრცეები, პატარა დარბაზი, ვესტიბიულები უმძიმეს მდგომარეობაშია, ამიტომ დღესდღეობით თეატრის შენობის დიდი ნაწილის ფუნქციურად დატვირთვა ვერ ხერხდება. 2012 წლიდან დღემდე თეატრის ბიუჯეტითა და შემოწირულებით მოვახერხეთ საგრიმიორო ოთახების, სველი წერტილების, გარდერობის და კიდევ რამდენიმე სივრცის გარემონტება. ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა მაყურებელთა დარბაზში სავარძლებს, შეიცვალა სცენის ფარდა.

 

მომზადდა თეატრის შენობის რეაბილიტაციისათვის პროექტი და ვფიქრობთ, ეს  უმნიშვნელოვანესი კერა მალე გარემონტდება.

ზესტაფონის თეატრი (1).JPG
ზესტაფონის თეატრი (8).jpg
ზესტაფონის თეატრი (6).JPG
ზესტაფონის თეატრი (5).JPG
ზესტაფონის თეატრი (7).JPG
bottom of page