top of page

ზუგდიდის დრამატული თეატრი

1868 წელი, არის მიჩნეული ზუგდიდში პროფესიული თეატრის შექმნის დასაწყისად. 1868 წელს გაზეთ,,დროებაში” დაბეჭდილი წერილიდან, რომელიც იუწყება ზუგდიდში პირველი სპექტაკლის ”ძალად ექიმის“გამართვის შესახებ. ასე იწყება პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარება. ამ მოვლენიდან რამდენიმე წელიწადში, სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა ადგილებში იდგმება შექსპირის ,,ვენეციელი ვაჭარი” და მოლიერის ,,სკაპენის ოინები.” 1897 წელს ზუგდიდელი მოსწავლეების მიერ განხორციელებული სპექტაკლების შესახებ ინფორმაციას ,,ცნობის ფურცელი” იძლევა, ესენია: ვ.გუნიას ვოდევილი ,,მონადირე”, ა.ცაგარელის ,,ბაიყუში”. 1998 წლიდან კი ზუგდიდის სცენისმოყვარეებს ხელმძღვანელობს ნიკოლოზ ბუკია. მას დაუდგამს გ.ერისთავის ,,გაყრა”. ამავე დროს სპექტაკლები იმართება ოჯახებში, სახლის აივნებზე, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე და დუქნის დარბაზებში.

1907-1908 წლებში, სოციალ-დემოკრატთა პარტიის მიერ ჩამოყალიბდა თეატრალური  ,,მუშური დრამწრე.”  აღნიშნული დრამწრე საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა და გამოირჩეოდა  მის მიერ დადგმული სპექტაკლების რაოდენობითა და თემატური მრავალფეროვნებით. ,,მუშურ დრამწრეში” გაერთიანებული ყოფილა 125 სცენისმოყვარე. ცნობილი ფაქტია, რომ ზუგდიდის თეატრში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ლადო მესხიშვილი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, ვ.ურუშაძე.

ქალაქ ზუგდიდის თეატრის პირველი დირექტორი იყო ბატონი ალექსანდრე თირქია და რეჟისორად მოწვეულ იქნა ვახტანგ გარიკი. 1932-33-34  წელს ქალაქ ზუგდიდში  თეატრის დასმა 32 მსახიობის შემადგენლობით, წარმატებულად განხორციელდა  პირველ დადგმები, რის შემდეგ თეატრს მიენიჭა „ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის ტიტული”. 1947 წელს დამთავრდა ოცდაათიან წლებში დაწყებული თეატრის მშენებლობა და  ახალი თეატრის შენობაში შედგა პრემიერები.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზუგდიდში ევროპაში თეატრალურ სამყაროშიაღიარებული რეჟისორის ვასო ყუშიტაშვილის მოღვაწეობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პარიზის ცნობილ თეატრ-ატელიეს. ზუგდიდის თეატრის რეპერტუარი აკადემიური გახდა და იმთავითვე მაყურებლისა და ქვეყნის თეატრალური საზოგადოების ყურადღება მიიქცია. 1948 წლის 22 ივნისს ვ.ყუშიტაშვილმა დადგა ლოპე დე ვეგას ,,თივა და ძაღლი.”

1958 წლიდან 27 წელი თეატრის სათავეში იყო  ხელოვნებათმცოდნე  ცნობილი პიროვნება ალექსანდრე ეგუტია.  ეს იყო ეგრეთწოდებული ოქროს ხანა თეატრის ისტორიაში, პერიოდი, როდესაც კულტურული ცხოვრება ყვაოდა და ქალაქი ცხოვრობდა თეატრის ცხოვრებით.

bottom of page