თეატრის კვლევა

ქართული თეატრი დღეს

პოსტსაბჭოთა პერიოდში, იდეოლოგიურ-ფინანსური ცენზურისგან გათავისუფლებული ქართული თეატრი ერთგვარი დილემის წინაშე დადგა. ის ინერციით განაგრძობდა მეტაფორის ენით საუბარს მაყურებელთან, თუმცა მალევე გადაერთო ახალი ფორმების ძიებაზე, რომლებიც მისთვის იყო უცხო, ხოლო ევროპისათვის _ უკვე განვლილი გზა. გასული საუკუნის 90-იან წლებში უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქართულმა თეატრმა ბევრი განსაცდელი  გამოიარა და ამ ჭრილობებს დღემდე იშუშებს.

როგორ იბადება სპექტაკლი

თეატრმცოდნის, ხელოვნებათმცოდნეობს დოქტორის მანანა გეგეჭკორის წიგნში "როგორ იბადება სპექტაკლი" მოთხრობილია სპეტაკლის შექმნის პროცესი. ავტორი მოგვითხრობს იმ გზაზე, რასაც გადის შემოქმედებითი ჯგუფი სპექტაკლის ფართო მაყურებლის სამსჯავროზე წარდგენამდე, ანუ პემიერამდე

მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლების მხატვრული გადაწყვეტის პრინციპი

ხელოვანი, შემოქმედი სხვა თვალით უყურებს სამყაროს. სხვაგვარია დანახულის მისეული აღქმაც, სიმძაფრე აღქმისა. მხატვრულად გააზრებულს და საკუთარ, პიროვნულ პრიზმაში გატარებულს კი სათქმელად ჩამოაყალიბებს შექმნილ ნაწარმოებში,
სამყაროს მის მიერ შემოთავაზებულ ამა თუ იმ მოდელში.

მითოსი და ქართული თეატრი

ნაშრომის «მითოსი და ქართული თეატრი” შექმნას წინ უსწრებდა ქართული თეატრისა და ქართული კულტურის ურთიერთმიმართებისა და ურთიერთკავშირის საფუძვლების და ფორმების გამოკვეთის სურვილი. თვით ამ კულტურისა და მისი ხელოვნების არსებობის შესაძლებლობის კვლევა. 

ამერიკული კინოკომედია და კინოდრამა უახლესი ქართული თეატრის სცენაზე

ბოლო რამდენიმე წელია, სათეატრო რეჟისორები ხშირად მიმართავენ ცნობილი ფილმების თეატრალური ვერსიების შექმნას. 2015 წ. ორი საინტერესო სპექტაკლი შეიქმნა ქუთაისისა და თბილისის თეატრების სცენებზე. აღსანიშნავია, რომ ორივე სპექტაკლი ამერიკული ფილმების თეატრალურ ადაპტაციას წარმოადგენს. ერთი მსუბუქი, კომედიური, გასართობი ჟანრის სპექტაკლია, მეორე კი დრამატული, ადამიანთა გაუსაძლისი ცხოვრების ამსახველი.

ამერიკული დრამატურგია და რობერტ სტურუას სათეატრო ენა

რობერტ სტურუა, სულ რაღაც 2 წლის მისული იყო რუსთაველის თეატრში და მხოლოდ 3 თუ 4 სპექტაკლი ჰქონდა დადგმული, როდესაც მილერის „სეილემის პროცესზე“ დაიწყო მუშაობა. შეიძლება ითქვას, იგი ჯერ კიდევ ახალბედა რეჟისორი გახლდათ. ამისდამიუხედავად, სპექტაკლმა ნათალად წარმოაჩინა სტურუას ჩამოყალიბებული, ორიგინალური სარეჟისორო ხელწერა, მხატვრული აზროვნების სიღრმე და მსოფლმხედველობა. ახალგაზრდა რეჟისორი ა. მილერის დრამატურგიული ნაწარმოებით დიდ თემებსა და პრობლემებს შეეჭიდა.

იყო თუ არა თეატრი უფლისციხეში

სანახაობითი კულტურის აღმოცენება საქართველოში
იმ შორეული ეპოქიდან იღებს სათავეს, როდესაც ადამიანის
ცნობიერება სამყაროს ცალკეულ ღვთაებათა საუფლოდ გაიაზრებდა. მათდამი მიძღვნილი რიტუალები დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთმანეთში იკრებდა ქორეოგრაფიის, მუსიკის, მხატვრობის ელემენტებს და კონკრეტული შინაარსით გაჯერებული სანახაობის იერს იძენდა.

იყო თუ არა თეატრი უფლისციხეში

რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში ქართული კლასიკური პიესების დადგმამ მეტ-ნაკლები წარმატება მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, მეტად მწვავე დისკუსია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ კლასიკური ნაწარმოებები რეჟისორმა სრულიად ახლებურად წაიკითხა და განხორციელა. ამჯერად შევეხები პოლიკარპე კაკაბაძის პიესების _ „ყვარყვარე თუთაბერი“ და „სამი ასული“ _ სტურუასეულ ინტერპრეტაციებს. 

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევა-ტრადიციები, პრობლემები, პერსპექტივები

თეატრის შესწავლა, ევროპაში აპრობირებული სხვადასხვა მეთოდოლოგიით, ჩვენში ფეხს ახლა იკიდებს. ამის გამო, კვლევის შედეგებს საზოგადოებისა და მომხმარებლის ნაწილი ნიჰილისტურად უყურებს.

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

მკითხველს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს სა­თეატ­­რო
არქიტექტურის ისტორიას საქართველოში უძველესი დროი­დან XX საუკუნის
20-იან წლებამდე. წიგნში განხილული ნიმუ­შე­ბი, რო­მელ­თა შორის ამჟამად
მოქმედი სათეატრო ნაგებობები­ცაა...

 

თეატრი-მუზეუმი (სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრი)

სოფ. ქვემო მაჩხაანი, სადაც 117
წლის წინ ადგილობრივთა შემოწირულობით აიგო თეატრი, XIX საუკუნის
ქიზიყის სავაჭრო ცენტრია განვითარებული საქალაქო ინფრასტრუქტურით

მასალების გამოყენებისას აუცილებელია ავტორის მითითება და ციტირების ნორმების დაცვა. საავტორო უფლების დარღვევა ისჯება კანონმდებლობით