

პირველი სვანი თეატრალურში
ლეო ფილფანი - 90
გამოჩენილი მსახიობის შვილიშვილის, ასევე მსახიობისა და პოეტის ნინო ფილფანის ინიციატივით, უკვე მესამე წელია მესტიაში აღინიშნება ლეო ფილფანის დაბადების დღე. წელს მას 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო კვირეულის ორგანიზებაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ჩაერთო მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.

იამაყე, შენი ნამუშევრით
დაინტერესებულ საზოგადოებას თუთა ჯგუშია უნდა გავაცნო. დიახ, თუთა პროფესიით ჟურნალისტია, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის ამჟამად მედიის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს. თუთას ისტორია საბავშვო წიგნის გამოცემას მოიცავს. ,,კარგად ყოფნის წესები'' სწორედ ასე ჰქვია მის წიგნის. თუთა ჯგუშია გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის'' კონკურსის ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია და ეს წიგნიც სწორედ კონკურსის ფარგლებში გამოიცა.

„სამი და“ რუსთავში, ოზურგეთსა და ბათუმში!
თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ თავისი სპექტაკლით „სამი და“ 5-12 მაისს რუსთავს, ოზურგეთსა და ბათუმს ეწევა. მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის სექტემბერში თბილისში შედგა, ახლა კი, დასი წარმოდგენას თბილისის სხვადასხვა ქალაქების თეატრებში გამართავს. სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე და მასში მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბექა ხაჩიძე. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით სამინისტრო სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხელახლა აცხადებს კონკურსს.