
„სამი ერთმანეთზე მშვენიერი ასული“
„ასულის“ პრემიერა 2024 წლის 26 და 27 ნოემბერს გაიმართა. სპექტაკლი პირველად საპრემიერო ჩვენებაზე ვნახე, მეორედ კი რამდენიმე თვის შემდეგ და ვფიქრობ, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ რეჟისორების ეს აღნიშნული ქორეოდრამა ცალსახად გამოირჩევა მათი წინა ნამუშევრებისაგან. ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტს მივიჩნევ:
თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელობა ქართულ სათეატრო კულტურაში
იმის დასასაბუთებლად, თუ რამხელა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მოცეკვავის ფიზიკასა და გონებაზე მხოლოდ 2 საათიანმა მასტერკლასმაც კი, შემიძლია მოვიყვანო ორი დავალება, რომელიც ტულამ თავის მოცეკვავეებთან ერთად (ლეონარდო დ’აკუინო და ალესიო სკანდალე) მასტერკლასის ფარგლებში შემოგვთავაზა: პირველი ეს არის ჩაკეტილ სივრცეში (ბოთლებით შემოსაზღვრულ ოთხკუთხედში) ინდივიდუალიზმის ძიება, სამ განზომილებაში (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) მოცემული არეალის ათვისება და ამ მოცემულობიდან მოძრაობების ტემპისა თუ ტექნიკის განსაზღვრა.
გარდასახვამდე და შემდეგ
2016 წელს, როდესაც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ დაარსდა, ეს თანამედროვე ცეკვის თეატრის ლანდშაფტის მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებდა. რაც არამხოლოდ თანამედროვე ბალეტის განვითარებას, არამედ საერთოდ, ცეკვის თეატრის (თავისთავად, ტერმინი Contemporary Dance გაცილებით ფართო მნიშვნელობისაა და თანამედროვე ქორეოგრაფიის სრულიად განსხვავებულ მიმართულებებს გულისხმობს) წახალისება-განვითარებას გულისხმობდა.





