ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი მესამე - ,,ნილი“
,,ნილი“ - ასე ჰქვია რაიმონ რუიზის სპექტაკლს, სადაც ისეთი მარტივი პროცესი, როგორიც მართკუთხა ყუთის გახსნაა, საბოლოოდ გადაუჭრელ თავსატეხად იქცევა. დასასრულს ვხვდებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ამ ცხოვრებაში ჩვენ - ჩვენი ყუთი გვაქვს გასახსნელი...არც იმის გამოცნობა მარტივი, თუ რა დაგვხვდება ყუთში, რომელიც მთელი ჩვენი არსებობის თავსატეხს წარმოადგენს.
ჩანაწერები ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი მეორე - „მაკბეტი.ილუზია“
ყაზახეთის, ალმატის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლმა - ,,მაკბეტი - ილუზია“ ფესტივალის ერთ - ერთი მთავარი ჯილდო - საუკეთესო რეჟისურა დაიმსახურა. თუკი თვალსა გადავავლებთ მთლიან საფესტივალო პროგრამას, რთულია საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებების ობიექტურობაში ეჭვი შევიტანოთ. რასაკვირველია რიგ ნომინაციებში შესაძლოა გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მათი ,,ვერდიქტი“ ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო.
ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმის თოჯინების თეატრების ფესტივალი, წელს უკვე მეორედ გაიმართა, რომელმაც სულ რაღაც, ერთ წელიწადში საერთაშორისო სტატუსი მოიპივა - გასულ წელს, მხოლოდ ჟიურის წევრები იყვნენ უცხოელები. აღსანიშნავია, რომ თოჯინურ სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება მასტერკლასები/ვორკშოფები, რაც მონაწილე მსახიობებისთვის (არა მარტო), პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და განვითარების საშუალებას იძლევა.
ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ოთეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი პირველი - „ო-ჯახი“
ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც წელს მეორედ იმართება. გასულ წელს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ ერთსულოვნად გაერთიანდნენ საქართველოში არსებული თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრები.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დღეები
მისასალმებელია, რომ ფესტივალზე იყო მასტერკლასების ჩატარების საშუალებაც. ფესტივალის მეორე დღეს იყო ანტონელა კორნიჩის მასტერკლასი „ყოფნა-არყოფნა“- მონოლოგის გუნდურად წაკითხვის ტექნიკა, რომელსაც თავადაც ვესწრებოდი. უნდა აღვნიშნო, რომ პროცესი დინამიკური იყო, მსმენელი აუდიტორია შინაგანად ჩაერთო აქტიურ პროცესში, რომელიც შემოგვთავაზა კორნიჩიმ- რუმინელმა რეჟისორმა.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2024
სიღნაღის თეატრალურმა ფესტივალმა 2024 წელსაც წარმატებით ჩაიარა.
ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები. ჩატარდა მასტერკლასები და შეხვედრები. ფესტივალის რეპერტუარი მოიცავდა რვა ქართულ და ხუთ საერთაშორისო სპექტაკლს.
აღსანიშნავია, რომ წელს სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს შეემატა ახალი სტატუსი და გრძელდება როგორც საერთაშორისო ფესტივალი.
ტერზოპულოსის “Amor”, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა „საჩუქარმა“(GIFT), 26-ე სეზონი 2023 წლის 21 ოქტომბერს გახსნა, გენიალური რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. თეატრით დაინტერესებული მაყურებელი მეორე წელია შესანიშნავი შესაძლებლობის მომსწრეა, ტერზოპულოსი ენიგმატური და სრულიად მომნუსხველი სცენური კომპოზიციებით, სპექტაკლით, დრამატული პერფორმანსით და მასტერ-კლასით სტუმრობს საქართველოს!
ბუდაპეშტის თეატრალური ფესტივალი
ატილა ვიდნიანსკი უმცროსი (რეჟისორი, თეატრალური სახელოსნოს Sztalker Group-ის დამფუძნებელი) თავის ახალგაზრდა შემოქმედებით გუნდთან ერთად სპექტაკლში „ვოიცეკი“ (გეორგ ბიუხნერის პიესა) ეძებს კითხვებზე პასუხს - შეგვიძლია თუ არა კვლავ ამოვიცნოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ემოციები და ადამიანობა აშკარა მარტოობაში, გამოგონილი იდეებისთვის ბრძოლაში? ვინ ვართ ჩვენ? - სოციალური პროცესების დესტრუქციული პროდუქტი?
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2023
რეგიონული თეატრალური ფესტივალს შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომელიც მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინელი ჭანკვეტაძეს ეკუთვნოდა მდგომარეობდა იმაში, რომ მისთვის სასწავლო დანიშნულება მიეცათ, შეექმნათ და აემუშავებინათ ასე ვთქვათ არტბანაკი, სადაც გამოვლინდებოდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები მსახიობები და გაივლიდნენ პრაქტიკულ ტრენინგებს მათი შემდგომი დახელოვნების მიზნით.
ფესტივალი დამთავრდა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს მიეძღვნა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციის განვითარებაში, მხარი დაუჭიროს ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, სახელის უკვდავყოფას, გურიაში გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს რეგიონში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შეჯამება
ფესტივალის მეორე დღეს ვუყურეთ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის სპექტაკლი „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხეხელის ამავე მოთხრობის მიხედვით.მნიშვნელოვანია ის,რომ აზერბაიჯანელი ძმები,რომლებიც განსხვავებული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან, სპექტაკლში იყენებენ ქართულ საეკლესიო საგალობლებს , ქართულ ხალხურ მუსიკას. მგონია,რომ ესაა უდიდესი პატივისცემის გამოხატულება ქართველებისადმი.
ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შესახებ:
ფესტივალის ჟიური სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები იყვნენ: ნინია სადღობელაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), მარინა ბუზუკაშვილი, გუბაზ მეგრელიძე, რუი მადეირა, კუბილაი ერდელიკარა, დერმან ატიკ, იუსუფ ჟაფაროვ.
სასიხარულოა, რომ ფესტივალმა უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყანას, როგორც ფესტივალის მონაწილეებს, ასევე სტუმრის ამპლუაში და ათი დღის განმავლობაში საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი იყო: უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, ესპანეთი.
სიღნაღი 2023
ასეთი ფესტივალის შექმნის იდეა თეატრალურის საზოგადოების ახლანდელი თავმჯდომარეს გიორგი გეგეჭკორს ეკუთვნის, რასაც დაემატა სიღნაღის, გურჯაანისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივა და კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სიღნაღში დაეფუძნებინა სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების თეატრალური ფესტივალი.
მხოლოდ მუსიკას შესწევს
2023 წლის პირველ ივნისს სტარტი აიღო დავით და ლექსო თორაძეების საერთაშორისო მუსიკალურმა ერთკვირიანმა ფესტივალმა, რომელსაც ნინო თორაძის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ს ედიშერ სავიცკის, ორგანიზატორთა (თიკა რუხაძე) ძალისხმევით, მრავალი მფარველ-დამფუძნებელი აღმოუჩნდა კულტურის სამინისტროსთან ერთად.